22 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

აქცია ფილმის წინააღმდეგ – [ფოტორეპორტაჟი] |

- Advertisement -
- Advertisement -

დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანთან“ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პარალელურად, ჰომოფობური და ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქცია გაიმართა.

ისინი სეანსის ჩაშლას ითხოვდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ფილმის ჩვენება მაინც შედგა. ნეტგაზეთი აქციდან რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ:

აქცია “ამირანის“ წინ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პარალელურად. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

აქცია “ამირანის“ წინ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პარალელურად. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

აქცია “ამირანის“ წინ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პარალელურად. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

⭕️ ვერის ბაღში ლევან აკინის ფილმის კინოჩვენების მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

Posted by Netgazeti on პარასკევი, 08 ნოემბერი, 2019

📌ფილარმონიის წინ სანდრო ბრეგაძე და მისი მხარდაჭერები იკრიბებიან. ისინი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Posted by Netgazeti on პარასკევი, 08 ნოემბერი, 2019

⭕მღვდელი ჯვრით სამართალდამცავების წინ, გეი დრამის, “და ჩვენ ვიცეკვეთ”, წინააღმდეგ

Posted by Netgazeti on პარასკევი, 08 ნოემბერი, 2019

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღით – 8,9 და 10 ნოემბერს აჩვენებენ. პირველ ჩვენების დაწყებამდე, ულტრანაციონალისიტური და ჰომოფობური ჯგუფების მხირდან არაერთხელ გაჟღერდა მუქარა, რომ ისინი სეანსებს ჩაშლიდნენ. შსს კი ამბობდა, რომ ყველა კანონიერ ზომას მიიღებდა.

8 ნოემბერს “ამირანთან“ პირველ ჩვენებას დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ჰომოფობური ჯგუფების წევრებს შორის, რომლებიც კინოთეატრის წინ იყვნენ შეკრებილნი. ისინი მოითხოვნენ, რომ ფილმის ჩვენება ჩაშლილიყო. დაპირისპირების შედეგად 20-მდე ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულებიც, მათ შორის, საქამოქალაქო აქტივისტი – ანა სუბელიანიც.

წაიკითხეთ ასევე:

ოვაციები დარბაზში – რას ყვებიან მაყურებლები ლევან აკინის ფილმზე

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news