ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება დღევანდელი ჩვენებები დასრულდა – სეანსები ვერ ჩაშალეს |

დღევანდელი ჩვენებები დასრულდა – სეანსები ვერ ჩაშალეს |

მაყურებლებმა კინოთეატრ ამირანში ლევან აკინის ფილმის ჩვენება ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიული შეძახილების ფონზე დატოვეს.

ამით მორჩა დღევანდელი ჩვენებები.

ჩვენებები დაგეგმილია 9 და 10 ნოემბერს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღეს, 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს სულ 13 ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება.

თუმცა აქედან მხოლოდ ერთს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა და ეს ადამიანი სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანია.

როგორც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში გვითხრეს, მომართვების უმეტესობა სხვადასხვა ჩივილებს უკავშირდებოდა როგორებიცაა არტერიული წნევა, ტახიკარდია და სხვა.

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ მას ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს. მისივე თქმით, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, იცნეს თავში მძიმე საგანი მოარტყეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს, 8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.  მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. ოფიციალური მონაცემებით დაკავებულია 11 ადამიანი. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს ხვალაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები