18.1 C
London
ოთხშაბათი, ივნისი 3, 2020

მარინა კაჭარავა – საშიშია, როცა ორი-სამი წლის ბავშვი, რომელიც ჯერ ვერც მეტყველებს, ინტერნეტში ყველგან შედის, რაც მის ტრანსულ მდგომარეობას იწვევს – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

მარინა კაჭარავა – საშიშია, როცა ორი-სამი წლის ბავშვი, რომელიც ჯერ ვერც მეტყველებს, ინტერნეტში ყველგან შედის, რაც მის ტრანსულ მდგომარეობას იწვევს

საშიში ის არის, როცა ორი-სამი წლის ბავშვი, რომელიც ჯერ ვერც მეტყველებს, „იუთუბსა“ და ყველგან შედის, ეძებს, ხსნის და ა.შ. ეს მის ტრანსულ მდგომარეობას იწვევს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ტრანსი რა არის – ამ დროს, ადამიანის აღქმა ისედაც დიფუზურია; თითქოს, ცოტათი იწევა მიწიდან; ანუ, სხვაგან ხვდება. როდესაც ტელევიზორს უყურებს, ტელევიზორსა და ადამიანს შორის რაღაც დისტანციაა და თურმე, ამას ისეთი დამაზიანებელი არ აქვს, როგორც ამ პატარა გაჯეტებსა და კომპიუტერს, რადგან ეს ძალიან ახლოს არის მასთან და მასში პირდაპირ შესრუტვა-შეწოვა ხდება. ბავშვი დამოკიდებული ხდება იმაზე, რასაც უყურებს და რაც გახსნის შემთხვევაში ესმის – მუსიკა, ფერები, ეფექტები და ა.შ. იმიტომ, რომ ეს მას ტრანსულ მდგომარეობაში აგდებს და ეს ტრანსი მისთვის სიამოვნების ალტერნატივა ხდება“, – განაცხადა კაჭარავამ.

მისი თქმით, რაღაც ასაკის შემდეგ, როცა ბავშვს ეწყება ქცევის შეცვლა, ისტერიკული მომენტები, ტირილი, პანიკაში ჩავარდნა და მისი ქცევა თანდათან უფრო რთულდება, მასში უკვე ჩამოყალიბებულია დამოკიდებულება და თუ ბავშვი აქამდე მივიდა, მშობლის მხრიდან სასწრაფოდ სჭირდება ყურადღება, რადგან ეს გამოიწვევს მის მთლიან აუტისტურ ქცევის სპექტრში გადასვლას.

„ზოგადად, აუტიზმი ცალკე დაავადებაა, მაგრამ ეს სპექტრი ძალიან ფართოა. ჩვენ, ყველას ჩვენი ქცევის რეპერტუარი გვაქვს. ადამიანი ქცევას სწავლობს – რასაც ხედავს, რაც ესმის. ჩვენ გვაქვს ჩვენი არაცნობიერში ჩაწერილი ქცევითი პატერნები და გვაქვს ის, რაც უკვე შემდგომში დავისწავლეთ. ხშირ შემთხვევაში, მულტფილმებში არის აგრესიული მონსტრები, რაც შემდეგ „ფლეშბეკების“ სახით მოდის სიზმარში, ბავშვს ეწყება შფოთვა, უფუჭდება ძილი, ვეღარ ახერხებს კონცენტრაციას და მოკლედ, მთელი პაკეტია იმ სიმპტომებისა, რაც ადამიანს და პატარა ბავშვს ემართება. მოზარდობა კიდევ ცალკე პრობლემა და ცალკე თემაა“, – განაცხადა კაჭარავამ.

ამ განცხადებით მარინა კაჭარავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ეტაპებს გადის ბავშვი, ვიდრე ის ინტერნეტდამოკიდებული გახდება.

შეკითხვაზე, რა დროით არის რეკომენდებული, ერთი წლის ასაკის ზემოთ ბავშვს გაჯეტებით სარგებლობის უფლება მივცეთ, ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ თქმა უნდა, ეს დოზირებული უნდა იყოს და ბავშვს მისით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნახევარი საათით უნდა მივცეთ.

„რა უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ნებისყოფა ერთიდან სამ წლამდე ყალიბდება. ქცევის კონტროლის ჩამოყალიბება აი, ასეთ პატარა ასაკში ხდება. მაგალითად, საფრანგეთში საბავშვო ბაღებში წითელ ხაზს გაავლებენ და იმის იქით არავინ არ გადადის. ანუ, ის ბავშვობიდან სწავლობს, რომ რაღაც არ უნდა გადაკვეთოს, სადღაც უნდა გაჩერდეს და ცოტათი უნდა დაამუხრუჭოს, რაც დიდობაში ძალიან გამოადგება. ადიქცია მუხრუჭის მოშლაა, მეტი კი არაფერი?! ამ შემთხვევაში ქცევის კონტროლი აბსოლუტურად მოშლილია, ადამიანი ორბიტიდან მთლიანად არის გასული და მთლიანად ტრანსულ მდგომარეობაშია. ეს ნელ-ნელა ყალიბდება და ადამიანს ნელ-ნელა ემართება“, – განაცხადა კაჭარავამ.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, ძალიან კარგია ის, რომ ბაღებსა და სკოლებში გაჯეტებით სარგებლობა აიკრძალება, რადგან ბავშვს სოციალური თანასწორობის განცდა ექნება.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news