14.5 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ბრაზილიის ექს-პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

- Advertisement -
- Advertisement -

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის იგნასიო ლულა დე სილვა 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლულა დე სილვა, რომელსაც კორუფციული ბრალდებების გამო 2018 წელს 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, უზანაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელის აღსრულების პრაქტიკის შეცვლას ითვალისწინებს და მსჯავრდებულების დაპატიმრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი მათ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს სამივე ინსტანციის სასამართლო გამოიტანს. აქამდე მოქმედი წესით კი ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენის პირველივე ინსტანციის სასამართლოში გამოტანისთანავე აპატიმრებდნენ.

აღნიშნული ცვლილება ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ათასობით მსჯავრდებულს შეეხო.

74 წლის ექს-პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში 2003-2010 წლებში იდგა. ლულა დე სილვა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა ის კორუფციული ბრალდებების გამო დააპატიმრეს.

გათავისუფლებულმა ექს-პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან პირველი კომენტარი გააკეთა, ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ბრაზილიის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

- Advertisement -
Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news