ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

0
5

ბათუმის ბოტანიკური ბაღში ვიზიტორთა ცენტრის შენობა გაიხსნა, რომელიც „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით აშენდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ,,ფონდმა ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2005 წლიდან დღემდე, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამური ღირებულება 12 000 000 ლარს აჭარბებს.

ახალი ინფრასტრუქტურის გასხნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფონდი ,,ქართუს“ აღმასრულებელ დირექტორთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან და მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მიმართულების სამსახურის ხელმძღვანელთან, სოზარ სუბართან ერთად დაესწრო.

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ახალაშენებული ცენტრი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, სალარო და ასევე ორდონიანი ავტოსადგომი ვიზიტორებისთვის.

ღონისძიებას საქართველოს და აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ბათუმის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ წლების განმავლობაში ფონდი ,,ქართუს“ მიერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კეთილმოეწყო გზები, გაკეთდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები, მოხდა ენერგომომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, მცენარეთა კოლექციის შევსება უნიკალურ ჯიშებით, განხორციელდა ბაღის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის ადმინისტრაციას, ბაღის მთლიანი პერიმეტრი შემოიღობა კაპიტალურად.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები 42 ოჯახისათვის ქალაქ ბათუმში აშენდა 5-სართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი,” – ნათქვამია ინფორმაციაში.