ზუგდიდის მერი – პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვემიჯნები, ვემიჯნებოდი და გავემიჯნები ყოველთვის

0
3

პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა – ლიტანიობის შემდეგ, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინეს, რომელსაც მერი გიორგი შენგელია დაესწრო. მისი თქმით, იგი პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნება და მის მხარდამჭერ აქციებს ყოველთვის დაესწრება.

„პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვემიჯნები, ვემიჯნებოდი და გავემიჯნები ყოველთვის. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მასში ვხედავ ადამიანს, რომელიც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სულიერების მომავალის სადარაჯოზე. მე ყოველთვის შევუერთდები პატრიარქის მხარდამჭერ აქციებს“, – ამბობს მერი.