მხატვრული ფილმები, რომლებიც სახელმწიფომ სასაცილო მიზეზით აკრძალა

0
11

საოჯახო ფილმები, როგორც წესი გათვლილია ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, შესაბამისად, რთულია იმის გამოცნობა, თუ რა მიზეზით შეიძლება გახდეს ის ცენზურის მსხვერპლი. მართალია, დღეს საზოგადოების ნაწილი ითხოვს ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაბლოკვას, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება ცენზურა შრეკს ან ვინი პუჰს შეეხოს?

უკან მომავალში / Back to the future – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფილმი „უკან მომავალში“ ჩინეთმა დაბლოკა. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ჩინეთის მთავრობას არ სურს ისტორიის ხელმეორედ დაწერა.

შრეკი 2 / Shrek 2 – უწყინარი და საკმაოდ სახალისო ფილმი შრეკი ყველა ბავშვისთვის საყვარელი ფილმია. ის ისრაელმა აკრძალა მომღერალ დეივიდ დაორის ებრაელობაზე ხუმრობის გამო.