22 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

მაია ცქიტიშვილი – „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტი უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მასშტაბური ინვესტიციაა – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

მაია ცქიტიშვილი – „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტი უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მასშტაბური ინვესტიციაა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ „ქუთაისი საერთაშორისი უნივერსიტეტის“ პროექტს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს.

ცქიტიშვილი „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და მასშტაბური ინვესტიციაა ქუთაისის უნივერსიტეტში და მთლიანად განათლების სისტემაში. ბატონი ბიძინა თავის ინტერვიუში იხსენებს მათ შორის განათლების სფეროში მისი ოჯახის მიერ ათეულობით წლების განმავლობაში გარკვეულ ინვესტიციებს. თავიდან დაიწყო სტუდენტების უცხოეთში სწავლების დაფინანსებით, შემდეგ ეს იყო ჩვენი სკოლების კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯით აღჭურვა, დახმარება სახელმწიფოსთვის ამ სფეროში, რასაც ბევრი ჩვენგანი წინა ხელისუფლების დროს იცნობდა როგორც სახელმწიფო პროექტს. სინამდვილეში ეს იყო განხორციელებული ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით. ქუთაისის უნივერსიტეტი ეს არის ლოგიკური გაგრძელება განათლებაში, ქვეყნის განვითარებაში განხორცილებული ამ ინვესტიციის. ქუთაისის უნივერსიტეტი მთლიანობაში არის დაახლოებით მილიარდი ევროს ოდენობით შეფასებული ინვესტიცია. ბუნებრივია, ეს მის მიერ თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ბატონი ბიძინა და ფონდი „ქართუ“ დაეხმარებოდა და მხარს დაუჭერდა ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არის საჯარო უნივერსიტეტი და ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი რესურსი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ.  ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news