16 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

სასამართლოში კინოთეატრებთან დაპირისპირების დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

- Advertisement -
- Advertisement -

თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოთეატრებთან დაპირისპირების დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება დაკავებულებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. 

კინოთეატრებთან დაკავებული 24 ადამიანიდან 11 „ქართული მარშის“ წევრია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი წევრები და მხარდამჭერები აგრესიით არ გამოირჩეოდნენ, პოლიციელებსა, ჟურნალისტებზე და ფილმის მაყურებლებზე არ ძალადობდნენ და სხვებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ. მათივე თქმით, გუშინ მომხდარი ძალადობა პროვოკატორების მხრიდან იყო გამოწვეული.

​„საპროტესტო აქციაზე მისული ქართველი მოსახლეობის, მათ შორის „ქართული მარშის“ წევრების გამოხატვის ფორმა არ არღვევდა კანონს, ეს უდაოა. მათ, ვისაც „ქართული მარშის“ ფორმა ეცვათ, კანონი არ დაურღვევიათ“, – აცხადებს ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.

რაც შეეხება ბათუმში ანალოგიურ საპროტესტო აქციაზე დაკავებულს 3 პირს, ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ჩაჩხუნაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 1000 ლარით დააჯარიმა. სხვა დაკავებულების პროცესიც დღეს გაიმართება.

8 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ომბუდსმენმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პოლიციას კორდონი უფრო შორს მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. 

კინოთეატრებთან 8 ნოემბერს გამართული აქციის პარალელურად ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მინსკის კინოფესტივალზე მორიგი ჯილდო მიიღო. 

პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს. 

თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. 

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news