16 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ფალავანდიშვილი: რომ არა პოლიციელები, ფილმის ჩვენება მშვიდობით არ შედგებოდა

- Advertisement -
- Advertisement -

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები სურათის ჩვენების გაპროტესტებას კინოსეანსების ბოლომდე აპირებენ. ფალავანდიშვილის თქმით, ის და მისი თანამოაზრეები კინოთეატრებთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მოწყობას ხვალაც აპირებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, რომ არა პოლიციელების მობილიზება, კინოთეატრებში ფილმის ჩვენება მშვიდობიანად არ მოხდებოდა.

„ჩვენ ვაპირებთ, ბოლომდე ვიყოთ კინოთეატრებთან, ღამის პირველ საათამდე. რა თქმა უნდა, არ გვინდა აქ დგომა, მაგრამ ვართ, რადგან ვინც შიგნით არის, იცოდეს – რომ არა პოლიცია, რომ არა გაძლიერებული დაცვა და ოკუპაცია და ჩვენთვის ხელების გადაგრეხა, ჩვენ ამას არ დავუშვებდით და კინოთეატრებში ეს ჩვენება მშვიდობით არ შედგებოდა. ჩვენ დავიკავებდით ამ ადგილებს წინასწარ და მათ არ შევუშვებდით. მათ არც კი მოუვიდოდათ თავში აზრად აქ მოსვლა. მაყურებლები აქ დიდი სახელმწიფო აპარატის იმედად მოვიდნენ” – ამბობს ფალავანდიშვილი.

დღეს თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება თბილისში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ბათუმში კი ერთი ადამიანი დააკავეს. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. 

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news