14.5 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

ამერიკელი პატიმარი ამტკიცებს, რომ სამუდამო სასჯელი კლინიკური სიკვდილის დადგომისას მოიხადა

- Advertisement -
- Advertisement -

აშშ-ში 66 წლის ბენჯამინ შრაიბერმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, სასამართლოს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, შრაიბერი ამტკიცებს, რომ 2015 წელს მოკვდა, რითაც სახელმწიფოს წინაშე თავისი ვალი მოიხადა. 1997 წელს შრაიბერი 39 წლის კაცის მკვლელობისთვის გაასამართლეს. 2015 წელს კი პატიმარი ციხის საავადმყოფოში თირკმელში კენჭების გამო მოხვდა. მას გული ხუთჯერ გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა პაციენტის გადარჩენა შეძლეს. 

2018 წელს შრაიბერმა სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ ციხეში უკანონოდ იმყოფება, რადგან მისი სასჯელის მოხდა გულის გაჩერებასთან ერთად უნდა შეწყვეტილიყო. მისი თქმით, საავადმყოფოში მოხვედრისას მან ექიმებს აცნობა, რომ რეანიმაციის წინააღმდეგია. მოსამართლემ შრაიბერის არგუმენტები არ გაიზიარა, რის შემდეგაც პატიმარმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 

შრაიბერი ან ცოცხალია და ამ შემთხვევაში ციხეში უნდა იჯდეს, ან გარდაცვლილია, რა შემთხვევაშიც მის მიმართვას იურიდიული ძალა არ აქვს“, – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს ანგარიშში. 

The New York Times-ის ცნობით, მსგავსი შემთხვევა აშშ-ში 1988 წელს მოხდა. მაშინ სასამართლოს ორი პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებულმა ჯერი როზენბერგმა მიმართა. მან განაცხადა, რომ გულზე ჩატარებული ოპერაციის დროს ტექნიკურად მკვდარი იყო, ექიმებმა კი სიცოცხლე დაუბრუნეს, შესაბამისად მან სასჯელი მოიხადა. პატიმრის არგუმენტები მოსამართლემ არც იმ შემთხვევაში გაიზიარა. 

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news