რუმინეთის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს

0
4

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

პრეზიდენტის პოსტისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. 19 ათასამდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება და 21:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება 19 მილიონ ადამიანს აქვს.

კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის კლაუს იოჰანისი (ნაციონალ-ლიბერალური პარტია), ვიორიკა დენჩილე (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მირჩა დიაკონუ (პარტია PRO Romania-ს და „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ ბლოკი), დან ბარნა („რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ და პარტია „თავისუფლება, ერთიანობა, სოლიდარობის“ ალიანსი), თეოდორ პალეოლოგუ („სახალხო მოძრაობა“) და სხვები.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, არჩევნების ფავორიტი კლაუს იოჰანისია, რომელიც 40-45%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, მის მთავარ კონკურენტად კი მირჩა დიაკონუ (25%) ითვლება.