16 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

„ნაცმოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

- Advertisement -
- Advertisement -

„ნაციონალური მოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი 11 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება.

დოკუმენტის თანახმად, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

პარტიაში აცხადებენ, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი-პროკურორი ვალდებულია გამოძიება დაიწყოს.

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეისწავლოს, საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა ხსენებულ პროცესის მომზადებაში“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის არ ყოფილა იმ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მეუფე იაკობმა განაცხადა. „პატრიარქის გადაყენებაზე“ მეუფე იაკობის განცხადებას გახარიამაც უპასუხა. 

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news