18.1 C
London
ოთხშაბათი, ივნისი 3, 2020

ოქტომბერში გაზგაყვანილობის 7053 დანადგარი ჩავხსენით – თბილისი ენერჯი |

- Advertisement -
- Advertisement -

“თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტებმა ოქტომბერში თბილისში გაზგაყვანილობის საფრთხის შემცველი 7053 დანადგარი ქსელიდან ჩახსნეს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი დანადგარი  (1661 ცალი) “თბილისი ენერჯიმ“ სამგორში ჩახსნა. მთელიანი სტატისტიკა უბნების მიხედვით კი გამოიყურება ასე:

ფოტო: თბილისი ენერჯი

ფოტო: თბილისი ენერჯი

კომპანია ამბობს, რომ “თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები გეგმიური შემოწმებების გარდა, გაზგაყვანილობასა და შიდა ქსელებსაც ამოწმებენ.

“მრავალი გაფრთხილების მიუხედავად , სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი  გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს,  გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ჩახსნან ქსელიდან რადგან კარს არ უღებენ და სრულად  აიგნორებს გაფრთხილებებს.

ერთხელ უკვე  ჩაჭრილ,  სასიკვდილო დანადგარებს კი  ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე რაც  საფრთხეში ადებს არამოხლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს , არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ახსენებს, რომ  კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად  დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები ( გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები რომლებიც ჟანგბადს იღებენ ოთახიდან).

თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს სახლში გაზგაყვანილობა დამონტაჟებულია არასწორად ან აღმოაჩინეთ გაზგაყვანილობასთან დაკავშირებული სხვა სახის პრობლემა, დარეკეთ ცხელ ხაზზე – 114. 

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news