14.5 C
London
კვირა, მაისი 31, 2020

„თბილისი ენერჯი“ – ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

„თბილისი ენერჯი“ – ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს.

„ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად კიდევ უფრი მნიშვნელოვანია საცხოვრებელ ბინებში გაზგაყვანილობისა და გაზდანადგარების შემოწმება. კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის შემოწმებები. მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს, გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას, ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ჩახსნან ქსელიდან რადგან კარს არ უღებენ და სრულად აიგნორებს გაფრთხილებებს. ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს კი ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე რაც საფრთხეში ადებს არამოხლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს , არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები (გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები რომლებიც ჟანგბადს იღებენ ოთახიდან).

ნუ გარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციები.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები.

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანიობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია – სამგორი 1661; ისანი-ვაზისუბანი 1481; გლდანი 947; სანზონა 638; საბურთალო 463; დიღომი 317; ნუცუბიძე 267; დიდუბე 236; ჩუღურეთი 226; ნაძალადევი 223; ვაკე 214; კრწანისი 202; მთაწმინდა 158; წყნეთი 20 – სულ 7053“, – აღნიშნულია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news