ევროკავშირში ფულის გათეთრებასთან საბრძოლველად შესაძლოა საზედამხედველო ორგანო შეიქმნას

0
4

ევროკავშირის წევრი 6 ქვეყანა ახალი საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითხოვს, რომელიც სახელმწიფოებისგან ფინანსურ კომპანიებში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფუნქციას გადაიბარებდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორები გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და ლატვია არიან. 

6 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ფინანსურ სისტემაზე „ცენტრალური საზედამხედველო ორგანო“ სჭირდება. ბოლო თვეებში ფულის გათეთრების გამო ევროპული კრედიტორები ლატვიაში, მალტასა და კვიპროსზე დაიხურა, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წამყვანი ბანკები კი Danske Bank-ის ესტონური ფილიალის გავლით მილიარდობით ევროს რუსული ფულის გათეთრების გამო დააჯარიმეს.

„იქ, სადაც დიდი ფინანსური ინტერესებია, ეროვნული ზედამხედველობის ორგანოების ან ინტერესთა ჯგუფების მხრიდან უშუალო ან ირიბი გავლენის რისკი არსებობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინიციატივის ავტორთა თქმით, ზედამხედველობის ახალი ორგანო შესაძლოა დამოუკიდებელი უწყების სახით ჩამოყალიბდეს ან ევროპული საბანკო ორგანოს ნაწილი გახდეს.