მესის ჰეთთრიკმა „ბარსელონას“ ლა ლიგაში ლიდერობა დაუბრუნა

0
12

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ ვიგოს „სელტა“ დაამარცხა (4:1) და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

23-ე წუთზე ანგარიში 11-მეტრიანი ნიშნულიდან „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გახსნა. 42-ე წუთზე ლუკას ოლაზამ ეფექტური საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ლიონელ მესიმ ასევე საჯარიმო დარტყმით „ბარსელონა“ კვლავ დააწინაურა.

48-ე წუთზე მესიმ ჰეთთრიკი გაიფორმა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი სერხიო ბუსკეტსმა „სელტას“ კარში მეოთხე გოლი გაიტანა.

25-25 ქულით სატურნირო ცხრილში „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ლიდერობენ, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით კატალონიური კლუბი მადრიდელებს უსწრებს.