ჯიმი კარტერი ისევ საავადმყოფოში მოხვდა

0
13

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

95 წლის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში შიდაქალის წნევის დასარეგულირებლად გადაიყვანეს. ბოლოს კარტერი საავადმყოფოში 21 ოქტომბერს მოხვდა, მას შემდეგ, რაც დაეცა და მენჯის ძვალი მოიტეხა.

ჯიმი კარტერი თეთრი სახლის ლიდერის პოსტს 1977-1981 წლებში იკავებდა. ის აშშ-ის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტია.