ბესიკ ხარანაული 80 წლის გახდა

0
6

ბესიკ ხარანაულს 80 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მწერლთა სახლში კოლეგებმა და მეგობრებმა პოეტის 50-წლიანი შემოქმედება მასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

გარდა ამისა, მწერალთა სახლში ბესიკ ხარანაულის კრებულების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. ხარანაულის პოეზია თარგმნილი და გამოცემულია გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, რუსულ, უნგრულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე. ხარანაული 2010 წლის ოქტომბერში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი.