ჩორჩანა-წნელისთან შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში იმსჯელებენ

0
10

დაგროვებითი საპენსიო სქემა სულ პარლამენტის 17-მა წევრმა დატოვა. ინფორმაციაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ პარლამენტიდან გამოითხოვა, ვკითხულობთ, რომ მათ შორის ორი – კახა ოქრიაშვილი და თეიმურაზ კოხრეიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

კახა ოქრიაშვილი „პსპ ფარმას“ 95%-იანი წილის მესაკუთრეა. პოლიტიკაში ბიზნესიდან არის მოსული თეიმურაზ კოხრეიძეც.

როგორც თეიმურაზ კოხრეიძემ, ასევე, კახა ოქრიაშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონს კენჭისყრაზე სამივე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გავიდა ოპოზიციის 15 დეპუტატი, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ არიან: „ევროპული საქართველოდან”: ლაშა დამენია, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, თენგიზ გუნავა, გიორგი ღვინიაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, დავით ბაქრაძე, ლელა ქებურია, ირმა ნადირაშვილი, გიორგი ტუღუში, გიგი წერეთელი, სერგო რატიანი და გიგა ბოკერია; რამაზ ნიკოლეიშვილი (უფრაქციო), დავით ჭიჭინაძე (უფრაქციო).


დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული პარლამენტის წევრების სია

40 წელს მიუღწეველ დასაქმებულებს თავიდანვე არ ჰქონდათ დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების უფლება.

40 წლიდან, მართალია, სავალდებულო იყო სქემაში ჩართვა, თუმცა 2019 წლის 1 აპრილიდან – 1 ივნისის შუალედში, დასაქმებულებს პროგრამების დატოვების უფლება მისცეს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ცნობით, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემა 162 103-მა ადამიანმა დატოვა.

აქედან 119 651 კერძო სექტორის წარმომადგენელია, 42 115 კი საჯარო მოხელე.

სქემაში 18 ოქტომბრის მდგომარეობით 911 897 მონაწილეა – 737 294 კერძო და 211 842 საჯარო მოხელე. სქემაში ჩართულია 58 811 კომპანია.