გრიგოლ ლილუაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

0
12

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და რუბენ სადიოანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.