ქუთაისში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

0
6

28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, ერთ-ერთი მშენებლობიდან გადმოვარდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის უმძიმეს მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

მამაკაცი ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა.