აშშ-ში Apple Store-ის თანამშრომელმა საკუთარ თავს მომხმარებლის ინტიმური ფოტო გაუგზავნა

0
3

Apple Store-ის თანამშრომელმა საკუთარ თავს შესაკეთებლად მიტანილი ტელეფონიდან მომხმარებლის ინტიმური ფოტო გაუგზავნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მოხდა. გლორია ფუენტესის თქმით, მაღაზიის თანამშრომელმა მის ტელეფონში შეყვარებულისთვის გადაღებული ინტიმური ფოტო იპოვა და საკუთარ თავს გაუგზავნა. დაზარალებულის თქმით, მან ეს მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, როცა ნახა, რომ მისი ტელეფონიდან ფოტო უცხო ნომერზე გაგზავნეს.

ფუენტესი აღნიშნავს, რომ ცენტრში მისვლამდე ტელეფონიდან ფინანსური ინფორმაცია წაშალა, ფოტოების სხვაგან გადატანა კი ვერ მოასწრო, რადგან Apple Store-მა შეხვედრა უფრო ადრეულ დროზე გადაიტანა. 

Apple-ში მომხდართან დაკავშირებით შიდა გამოძიება ჩაატარეს და თანამშრომელი გაათავისუფლეს.