სლოვაკეთში ავარიას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

0
6

სლოვაკეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

შემთხვევა ბრატისლავადან 90 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ნიტრასთან ახლოს მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილს შეეჯახნენ.

ავარია წვიმიან ამინდში მოხდა. წინასწარი ცნობით, სატვირთო ავტომობილი გადატვირთული იყო, რის გამოც მძღოლმა სველ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსს შეეჯახა.