მოცარტის ბავშვობის პორტრეტი აუქციონზე გაიყიდება

0
5

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პორტრეტს აუქციონზე გაიტანენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

საუბარია ავსტრიელი კომპოზიტორის სიცოცხლეში შექმნილ ოთხიდან ერთ-ერთ ტილოზე. 1770 წელს შექმნილი პორტრეტი, რომელზეც მოცარტი 13 წლის ასაკშია გამოსახული, დღემდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. მის ავტორად იტალიელი მხატვარი ჯამბეტინო ჩინოაროლი მიიჩნევა.

აუქციონი პარიზში, 27 ნოემბერსაა დაგეგმილი. ლოტის საწყისი ღირებულება 800 ათასიდან მილიონ 300 ათას ევრომდე მერყეობს.