ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge ლაშა დარსალია მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ლაშა დარსალია მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

უწყების ინფორმაციით, გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის აბსოლუტური უფლების – სიცოცხლის უფლების უგულებელყოფაზე. განაცხადა, რომ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, რაც ახლავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ახალისებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

მათივე ცნობით, ლაშა დარსალიამ მიმოიხილა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ გადასასვლელი პუნქტების დაკეტვას მოჰყვა უმძიმესი შედეგები. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აღარ აქვს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, მათ შეეზღუდათ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება არის ნათელი დადასტურება თუ რამდენად უმნიშვნელოა ადამიანის სიცოცხლე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ ისაუბრა მავთულხლართების გავლებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ართმევს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს როგორიცაა საკუთრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და სხვა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან თერთმეტი წლის თავზე, საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებელთა სახლები და კარ-მიდამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ეს არის მაგალითი თუ როგორ ართულებს რუსეთის უკანონო ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ბოლო პერიოდში სოფელ ჩორჩანაში უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს პროვოკაციების ინტენსიფიკაციის დონემ მიაღწია კულმინაციას, რაც გამოიწვია სოფლის მახლობლად, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევამ და უკანონო ქმედებებმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამის სახელით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს. განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სხდომაზე განცხადება ასევე გაკეთდა სუამის სახელით. განცხადებაში გამოხატულია წუხილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“, მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები