სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE ვიქტორია ბექჰემი პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა

ვიქტორია ბექჰემი პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა

ცნობილი ინგლისელი დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემი დეკემბრის თვის პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. გამოცემა Mirror-ს ინფორმაციით, ეს ფაქტი 2019 წლის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა. დიზაინერმა თავისი ბრენდი კიდევ უფრო გააფართოვა და რამდენიმე თვის წინ 10 წლის იუბილეც აღნიშნა. ასევე მიმდინარე წელს ვიქტორიამ კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და აქტიური ბლოგერობა დაიწყო.

ექსკლუზიური ინტერვიუ ბექჰემთან Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ჩაწერა, ფოტოები კი ცნობილმა ფოტოგრაფმა ალექსი რუბომირსკიმ გადაიღო. გამოცემის ცნობით, 45 წლის ვარსკვლავმა და 4 შვილის დედამ თავის მთავარ მიღწევად კარგი დედობა და მოდის სახლის სათავეში ყოფნა დაასახელა.

ვიქტორია ბექჰემი უკვე მრავალი წელია ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის ცოლია. მათ ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ წყვილად მიიჩნევენ.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები