ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge ქაბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - 1TV

ქაბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა – 1TV

ქაბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ 20 ადამიანია დაშავებული.

დ​ანაღმული ავტომობილი ქაბულის ცენტრში, სამთავრობო უწყებების და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების შენობების მახლობლად აფეთქდა. თვითმხილველების განცხადებით, თავდასხმა სავარაუდოდ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგანაც დაინახეს, რომ ასაფეთქებლებით დატვირთული ავტომობილი ექსპერტების ავტოკოლონის მიმართულებით მოძრაობდა. აფეთქების ტალღამ შენობებში მინები 100 მეტრის მოშორებითაც ჩაამსხვრია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სამიზნე ავტომობილები კანადურ უსაფრთხოების კომპანიას ეკუთვნოდა და აფეთქების შედეგად მისი ოთხი თანამშრომელი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები