მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა „ქართული ოცნების” ოფისიდან პარლამენტის შენობის შესასვლელთან გადაინაცვლეს

0
11

მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა „ქართული ოცნების” ოფისიდან პარლამენტის შენობის შესასვლელთან გადაინაცვლეს.

„მატყუარა ივანიშვილი”, „შეცვალე”, – ამ ლოზუნგებით აქტივისტები ითხოვენ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ადგილზე ისმის საყვირების ხმა.

პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან როგორც „სირცხვილიას”, ისე „შეცვალეს” და „ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.