„ჯივიპი“ ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას ანახლებს

0
2

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყალარინების ამორტიზებულ ქსელს სრულად ანახლებს. ახლით იცვლება 400 მეტრის სიგრძის, ძველი, მაგისტრალური ქსელი და საკვანძო ჭები ეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს, კომპანია აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში 55 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ნოემბერს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.