პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge დონალდ ტუსკი საფრანგეთის პრეზიდენტს - რუსეთი არის ევროპის სტრატეგიული პრობლემა, მე ვერ...

დონალდ ტუსკი საფრანგეთის პრეზიდენტს – რუსეთი არის ევროპის სტრატეგიული პრობლემა, მე ვერ გადამარწმუნებ ემანუელ!

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, დღეს რუსეთი ევროპის „სტრატეგიული პრობლემაა“.

მისივე თქმით, რუსეთის ლიდერის სტრატეგიული მიზანი არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაა, არამედ მისი მიზანია „სისტემატურად დაასუსტოს ევროკავშირი შიდა განხეთქილებების პროვოცირებით“.

„მე მიწევს საჯაროდ შევახსენო ყველას, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი კი არა, სტრატეგიული პრობლემაა… რაც მაკრონის განცხადება გავიგე, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში, ერთი რამის თქმა შემიძლია, იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება ევროპის სუვერენტიტეტის შესახებ ჩვენი ოცნებების დაზარალების ფონზე“, -განაცხადა ტუსკმა.

მისივე თქმით, ემანუელ მაკრონი მის გადარწმუნებას ვერ შეძლებს. „პრეზიდენტმა მაკრონმა ისიც თქვა, რომ იზიარებს ვიქტორ ორბანის შეხედულებას, რომ პოლონელები უნდა დარწმუნდნენ შეცვალონ პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. მე ვერ გადამარწმუნებ ემანუელ!“,-განაცხადა ტუსკმა.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები