ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო სტრუქტურები კანონის შესაბამისად მოიქცევიან

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო სტრუქტურები კანონის შესაბამისად მოიქცევიან

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ხალხისთვის დაპირებული პროპორციული სისტემის უკან წაღებით ბიძინა ივანიშვილმა იკადრა ის, რაც არ უკადრია არცერთ მის წინამორბედს.

„რუსებს ჰყავდათ ცრუ დიმიტრი, ორი თან. ჩვენ გვყავს ფლიდი ბიძინა, მატყუარა ბიძინა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე:

„გადამგდები გადავაგდოთ“. როგორ უნდა გადავაგდოთ? როგორ და არჩევნებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე ეს არის საქართველო პროპორციული არჩევნებით. ეს არის გზა“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა. მისი შეფასებით, საქართველოს ასეთი მდარე ხელისუფლება არასდროს ჰყოლია:

„პოლიტიკა კომპრომისებია, პოლიტიკა ხანდახან შეცდომებიც არის. უშეცდომო არავინ არა ვართ, მაგრამ ვცნობთ ერთმანეთის უფლებას განსხვავებულ წარსულზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთმანეთის მიზანი წინ თავისუფლებისკენ.

წინ თავისუფალი საქართველოსკენ, წინ დამოუკიდებლობისკენ, წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ. ჩვენ ყველასი ვართ. ჩვენ ვართ რელიგიური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ ეთნიკური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ სექსუალური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ყველასი ვართ, ჩვენ ევროპული ერი ვართ, ჩვენ არ გვეშინია ტაბუების“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები