სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge გია ჟორჟოლიანი - მოვედი, რომ არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი...

გია ჟორჟოლიანი – მოვედი, რომ არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები შევიტანო

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შესატანად მოვიდა, რომლითაც პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას შეძლებს.

„გამოსავალი არის შემდეგი, ხელახლა უნდა შევიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილება. ეს მოესწრება 2020 წლისთვის. მოვედი იმისთვის, რომ ახალი საკონსტიტუცო ცვლილება შევიტანოთ და მიიღოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნები“, – განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს, მას შემდეგ , რაც მას აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცუდად მოიქცა და თავად მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს.

„ე.წ.გერმანულ და ნებისმიერ სხვა მოდელს, რომლითაც შესაძლებელი იქნება პროპორციული არჩევნების ჩატარება, ვეთანხმები“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, გია ჟორჟოლიანი იყო მესამე დეპუტატი, რომელიც პარლამენტთან მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას პარლამენტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები