პაციენტის ახლობლები ცნობილ ნეიროქირურგს, გიორგი მაღალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

0
9

ინცინდენტი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა.

როგორც ირკვევა, თბლისში ნაცემი ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილია. მედიკოსი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა წინასწარი ვერსიით, მას თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტის ახლობლები გაუსწორდნენ.

გომელაურის უწყებამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.