გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილს ლექციისას თავს დაესხნენ და მოკლეს

0
4

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟს ლექციის მსვლელობისას თავს დაესხნენ და მოკლეს.

ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ფრიც ფონ ვაიცზეკერი ლექციას ატარებდა რა დროსაც მას უცნობმა პირმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ს​ამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ლექციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა მასაც მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი დაკავებულია. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.