“შეფასება რატომ არ გააკეთე შენ?! “არ ინერვიულოთ, ვერ დამაკომპლექსებთ”- ყაველაშვილი ტრაპაიძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

0
4
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი “დღის ამბების” წამყვანს დიანა ტრაპაიძეს და არხის სხვა სახეებს “ნაციონალურ მოძრტაობასთან” მეგობრობაში ადანაშაულებს.
დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ წამყვანმა ჟურნალისტებმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირებს, “ძალადობაზე რომელიც 20 ივნისს, ოპოზიციის მხრიდან განხორციელდა”.
“შეფასება რატომ არ გააკეთე შენ დიანა ტრაპაიძე, ვერ ამოგათქმევინეთ სიტყვა, შენ, ინგა გრიგოლიას და ნინო ჟიჟილაშვილს”- მიმართა ტრაპაიძეს ყაველაშვილმა.
“არ ინერვიულოთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ”- მიმართა ტელეწამყვანმა დეპუტატს.