ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home newposts.ge პოლონეთი რუსეთიდან გაზის იმპორტირებაზე უარს აცხადებს

პოლონეთი რუსეთიდან გაზის იმპორტირებაზე უარს აცხადებს

პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში გაასაჯაროვა სახელმწიფო გეგმა რუსული გაზის იმპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ავრცელებს arabnews-ი.

პოლონელმა მაღალჩინოსნმება შეატყობინეს გაზპრომის წარმომადგენლებს, რომ ისინი არ გაახანგრძლივებენ კონტრაქტს რუსეთიდან გაზის შემოტანასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც 2022 წელს ხელშეკრულების ვადები ამოიწურება.

განცხადება გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო პოლიტიკად დაისახა შეამციროს რუსულ ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულება, რასაც მოსკოვი იყენებს ხოლმე პოლონეთსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ისინი ეცდებიან რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აშშ-დან, ყატარიდან და სხვა სახელმწიფოებიდან თხევადი გაზის იმპორტით. პოლონეთი აგრეთვე მონაწილეობს ნორვეგიასთან ერთად ახალი ნავთობპროექტში, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება გაზსადენი და ჩრდილოეთის ზღვიდან მოხდება ქვეყანაში გაზის იმპორტირება.

გაზპრომთან დადებული ხელშეკურელების თანახმად 2022 წლამდე, ყოველი წლის განმავლობაში პოლონეთს რუსეთიდან უნდა მიეწოდოს 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

Newposts.Ge
საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები