“ჩაქუჩი ჩაარტყა თავში…” – მაცხოვრებლები ბერი ნიკოლოზის გასახლებას ითხოვენ

0
9

“აგრესიულები არიან… მანქანებზე სანთლებს აკრავენ, ბავშვებს ბურთს ართმევენ და საყვედურობენ, რომ ლოცვაში ხელი ეშლებათ”

ფონიჭალის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერს, რომ ბერი ნიკოლოზის მრევლი ადგილობრივების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან.

“ხალხო ამ შემთხვევაში არც მოტყუებული მომხმარებელი ვარ,არც იმედგაცრუებული არც გადაგდებული მაგრააამ სასოწარკვეთილი კი ნამდვილად ვარ და სად უნდა დამედო თუ არა აქ…

მსგავსი ფაქტი არც გამიგია,არც მინახავს,

უკვე მეტისმეტად აუტანელია ის რაც აქ ხდება ამ უბანში,ის რომ ყოველღამით მღერიან,სანთლებს ანთებენ (ხან იქვე მდგარ მანქანებზე აკრავენ სანთლებს) ის რომ ზაფხულში ეზოში ბავშვებს ვერ უთამაშიათ (ხან ბურთს ართმევენ ხან საყვედურობენ,რომ ლოცვაში და სიმღერაში ხელი ეშლებათ) მაგრაამ რაც ეხლა ვნახე აი ყოველგვარ ზღვარს გადასულია და მინდა გაგიზიაროთ

პატრულის გამოძახების შემთხვევაც არაერთხელ ყოფილა ,რადგან აგრესიით გამოირჩევიან თუ მოსახლეობამ შენიშვნა მისცა.

ასე მიულოცეს ბერ ნარიმან-ნიკოლოზს დაბადების დღე,შეძახილებით “დიდება მეფეს!” ამ წუთებში ისეთი “ღრეობაა” გამართული უბანში რომ …” – წერს შორენა მშვიდობაზე.