ვითარება საქალაქო სასამართლოში – 18 ნოემბრის აქციის მონაწილეებს სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ (ვიდეო)

0
10
საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს ვითარება დაიძაბა.

დერეფანში შეკრებილ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას მანდატურები არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მთელი დღეა დაკავებულების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში უნდა გამოაცხადოს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა “შეცვალეს” წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, გადაწყვეტილება 6 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, მათ მოსამართლის მოსმენა სხდომათა დარბაზში სურდათ, თუმცა მანდატურებმა მათ პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.