“ხალხს როგორც უნდა ისე იქნება” – მეუფე იაკობი ივანიშვილის პარტიას აფრთხილებს და მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს (ვიდეო)

0
9
მწვავე გზავნილები და გაფრთხილება” ქართულ ოცნებას” – სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდბის ეპისკოპოსი პირველად საუბრობს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცეზებზე.
პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს და მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს. “ბოლშევიკები, რომლებიც დაღუპავენ ქვეყანას” – ამბობს მღვდელმთავარი და ხალხისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
მეუფე იაკობი, “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შემთხვევითი არ ყოფილა ილია მეორის გადაგება, რომელმაც ნაპოლეონის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომ დიდებიდან სასაცილოობამდე ერთი ნაბიჯია.მეუფე იაკობის თქმით, თავად ამ სიტყვებს სრულად იზიარებს, იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა საქართველოშია და მისთვის უმძიმესი იყო 18 ნოემბრის დარბევის კადრების ნახვა.”ვეთანხმები ნაპოლეონს, ყველაფერი მოსალოდნელია, თუ ამას გავყევით ძალიან ცუდ რამემდე მივალთ” – ამბობს მეუფე იაკობი.
მისი თმით, არც ერთ ხელისუფლებას ხალხისხალხის წინააღმდეგ არ გაუმარჯვებია და გამონაკლისი ამ კუთხიტ არც ქართლი ოცნება იქნება. პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი აფრთხილებს ივანიშვილის გუნდს, რომ დღეს ისინი დგანან ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე, რომ გაიმეორონ იგივე პოლიტიკური ბედი, რაც წინა ხელისუფლებებს გადახდათ:
“ძალა არის ხალხთან, ვერანაირ ნაბიჯებზე ვერ წავლე, ძალა არის იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება, მთავარია ხალხი. ერტპარტიული მმართველობის გზით, თვითონაც ევროპაში ფიქრობენ, რომ შორს ვერ წავალთ. შევარდნაძის დროს ლამის დაღუპა ამ ტიპის მმართველობამ საქართველო, მიშას დროს ლამის დაღუპა საქართველო, მერე გაკეთებულიც აღარ ჩანს ხოლმე. შეხედეთ, როგორ მთავრდება ჯერ გამსახურდია გააძევეს საქართველოდან, მერე მოკლეს და მის გარემოცვას რაც მოუვიდა ვნახეთ, ზოგი გაიქცა, ზოგი დაიჭირეს. შევარდნაძე ფაქტობრივად კრწანისში იყო, მაგის გარემოცვიდანაც ბევრი გაიქცა, ბევრი დაიჭირეს. სააკაშვილსაც იგივე მოუვიდა პირველი ოქტომბერი დამთავრებული არ იყო დაიჭირეს მისი გარემოცვის წევრები” – ამბობს მეუფე იაკობი.
მღვდელმთავარი, რომელმაც ღიად თქვა, რომ გიორგი გახარიას ქონდა ბიძინა ივანიშვილის დავალება, როგორ უნდა შეეცვალა საქართველოს პატრიარქი, მასსა და მტავრობას შორის განვითარებულ ურთიერთობაზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ დღეს, საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად გაქვს ბოლშევიკებს.
“პოლიტიკოსებს ვუყურე და ძიალიან ცუდ განცხადებებს აკეთებდნენ ეკლესიის მისამართით, ცუდი უნდათ. თვითონ ისჯიან თავს, ან რობოკოპებით მისცხებენ, ან ღმერთისგან უარესს მიიღებენ, ამიტომ ეკლესიასთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ. ბრიუსელში საღად აზროვნებენ. ჩვენთან არის ბოლშევიკები, რაც მოვიდა ყველა ხელისუფლება ბოლშევიკი ხდება…არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება” – ამბობს მეუფე იაკობი.