“ჩვენი შვილები ჩვენსავით ისევ მღერიან “შავლეგოს” და სამწუხაროდ ისევ უწევთ ბრძოლა თავისუფლებისთვის” – ხათუნა ლაგაზიძე

0
16

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების შესახებ წერს და სასამართლოში, მათ მიერ შესრულებულ “შავლეგოს” სოცილურ ქსელში ეხმაურება:

“გიგა მაქარაშვილის, ჩვენი შვილების “შავლეგოს” ვუსმენ TV “პირველზე” და ახლა კი ნამდვილად ვრწმუნდები: ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო – ზუსტად 30 წლის წინ ჩემი თაობა იდგა უნივერსიტეტის კიბეებთან, აუდიტორიებთან, პარლამენტის და რუსის ტანკის წინ, იბრძოდა თავისუფლებისთვის და მღეროდა “შავლეგოს”. 30 წლის შემდეგ ჩვენი შვილები, ჩვენსავით და ჩვენზე მეტად პატრიოტები, უფრო მრავალფეროვნები, უფრო ინოვაციურ-ტექნოლოგიურები და შეუდარებლად თავისუფლები ისევ დგანან პარლამენტის წინ, ისევ მღერიან “შავლეგოს” და სამწუხაროდ, ისევ უწევთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. მადლობა ჩემს თაობას, რომელიც იცავდა ქვეყანას 9 აპრილს, სოხუმთან, გაგრასთან, ცხინვალთან, ტამიშთან, გუადუთასთან, გალთან, სამაჩაბლოსთან, რომელმაც გაზარდა და დააფრთიანა ჩვენი შვილები და გადასცა მათ ესტაფეტად “შავლეგო” და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაუტეხელი სურვილი. @გამარჯვებული თაობების ქვეყანა!” – წერს ხათუნა ლაგაზიძე.