“ამბობდნენ, რომ სპეცრაზმელები წყლის ჭავლისგან დასველდნენო, მაგრამ არა, იმ ადამიანმა იტირა იმიტომ, რომ მისი სულიერი მოძღვარი იდგა იქ” – მამა ნექტარიოს მჭედლიძე (ვიდეო)

0
27

“აქციაზე წავედი და იქ დავინახე საშინელება…” – მამა ნექტარიოს მჭედლიძე 18 ნოემბრის დარბევასა და სპეცრაზმელების დამოკიდებულებაზე

მამა ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც 18 ნოემბრის აქციაზე სპეცრაზმელების წინ იდგა, გადაცემაში “სხვა ნანუკა” აქციის დაშლის დღეს დეტალურად იხსენებს.”როცა აქციაზე წავედი იქ დავინახე საშინელება. როდესაც მივედი პარლამენტის უკან, ახალგაზრდები ისხდნენ ჩემს წინ ხელებაწეულები და იყო სპეცრაზმი, რომელსაც უნდა გადაეარა მათთვის იმას ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდები გადამერჩინა და გადავფარებოდი. ძალიან მძიმე იყო ეს ემოციურად. რუსთაველზე რომ დავდექი ვიტირე და წამოვედი” – ამბობს მამაო.
მამა ნექტარიოს მჭედლიძე სპეცრაზელების დამოკიდებულებაზე საუბრობს. მისი თქმით, მომხდარი დიდ გავლენას ახდენდა მათზე.
“სპეცრაზმელები ,ეუბნებოდნენ მამაო, დაგვლოცეთ მოგვიხსენიეთ ლოცვებში. ამბობდნენ, რომ წყლის ჭავლისგან დასველდნენო, მაგრამ არა, იმ ადამიანმა იტირა იმიტომ, რომ მისი სულიერი მიძღარი იდგა იქ” – ამბობს მამა ნექტარიოს მჭედლიძე.