კასპში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროსთან „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს

0
7

კასპში, ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროა განთავსებული, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შენობის კარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

„ეს იყო მშვიდობიანი აქცია. ჩვენ ვაპროტესტებთ პარლამენტის დეპუტატების იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს. ვგეგმავდით კარის სახელურზე ბოქლომის დადებას, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოგვეხატა, თუმცა, შენობასთან დაგვახვედრეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, სამართალდამცავები და არ მოგვცეს საშუალება, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოგვეხატა“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ევროპული საქართველოს“ კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა.

აქციები გაიმართა ხაშურსა და ქარელშიც, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების – სიმონ ნოზაძისა და გიორგი თოთლაძის ბიუროებთან.