იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა

0
2

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ცნობილი ნაწნავით ის ჟურნალისტებმა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გადაიღეს. უკრაინულ მედიაში ტიმოშენკოს ნაწნავს „რევოლუციურს“ უწოდებენ.

პირველად ტიმოშენკომ ნაწნავი 2001 წელს გაიკეთა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავიდა და თავისი პარტია შექმნა. ამჟამად კი, როგორც უკრაინული მედია ვარაუდობს, ძველი ვარცხნილობის დაბრუნება შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

13 ნოემბერს ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი პარტია ოპოზიციაში გადადის.