ხულოში 7 სახლი დაიწვა – ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან

0
13

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში, გვიან ღამით შვიდი საცხოვრებელი სახლი და ხუთი დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ხანძარს შედეგად არავინ დაშავებულა.

ვახტანგ ბერიძე აცხადებს, რომ ხუთიდან ორ საცხოვრებელ სახლში არავინ ცხოვრობდა, პირველ ეტაპზე, დაზარალებული სამი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა და მათი ქირით უზრუნველყოფა მოხდება.

სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები, საკუთარი ფეისბუქგვერდზე, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარმა პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძემ გაავრცელა.