“პირველი რაც აზრად მომივიდა სესხის აღება იყო, მინდა ამ თანხით ანიტას დავეხმარო” – ახალგაზრდა გოგონამ ანიტასთვის სესხი აიღო (ფოტო)

0
2

უპრეცენდენტო შემთხვევა – გოგონამ პატარა ანიტას დასახმარებლად სესხი აიღო

ახალგაზრდა გოგონამ, თეონა ხატიაშვილმა, 2 წლის ანიტას დასახმარებლად სესხი აიღო:
“სულ ცოტა ხნის წინ გავიგე ანიტას შესახებ და მას შემდეგ ვფიქრობ რისი გაკეთება შემიძლია მისთვის, პირველი რაც აზრად მომივიდა სესხის აღება იყო, მინდა ამ თანხით ანიტას დავეხმარო .

ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გადავარჩენთ ანიტას .

#სიკეთეგადამდებია

#ანიტასთვის” – წერს თეონა გვერდზე “ანიტასთვის”

ცნობისთვის, 2 წლის ანიტა ფაცაციას მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ოპერაციისთვის სოციალურ ქსელში დაგეგმილი კამპანიით 147 000 ევრო შეგროვდა. საჭიროა 300 000 ევრო.

ამჟამად გოგონა დედასთან ერთად ასვტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება.

ორი წლის ანიტა ფაცაციას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.