ორშაბათი, აგვისტო 10, 2020
No menu items!
No menu items!
Home newposts.ge "პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის...

“პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ” – ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „სპექტრში” გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაში. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენელები დაესწრნენ.

ნათია თურნავამ 62 კურსდამთავრებულს დიპლომების მიღება მიულოცა და თავის გამოსვლაში საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ფაქტი პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც თავად კურსდამთავრებულთათვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. „ეს, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან გიხსნით ახალ კარს მსოფლიო შრომის ბაზარზე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის – განათლების, ეკონომიკის სამინისტროებისთვის, რადგან ეს მოასწავებს ახალ ეტაპს, როდესაც პროფესიული განათლების კოლეჯები, პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, როგორიცაა „სპექტრი”, „ახალი ტალღა” და სხვები, რომლებიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროს და ჩვენი უწყების დახმარებით მალე შემოგვემატება, ეს საგანმანათლებლო ცენტრები მართლაც იქცევა ჩვენი სამომავლო პოლიტიკის ცენტრად”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც მთავრობა ყოველთვის ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს ჩვენი თანამემამულეების სხვაასხვა მოთხოვნად პროფესიებში მომზადება და გადამზადება.

„ასევე მივადევნებთ თვალყურს, როგორ საქმდებიან როგორც ჩვენს ინდუსტრიებში, ასევე საზღვარგარეთ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

BTEC-ის დიპლომი, საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით აღიარებულია 150 ქვეყანაში. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა” კოლეჯ „ახალ ტალღასთან” ერთად, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. 2017 წლის შემოდგომიდან, ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე ახორციელებს: შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემები. 2017 წლიდან დღემდე BTEC -ის მიერ ავტორიზებულ პროგრამებზე დარეგისტრირდა 190 სტუდენტი.

Newposts.Ge
საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები