ორშაბათი, აგვისტო 10, 2020
No menu items!
No menu items!
Home newposts.ge "დღეს ექიმები აღშფოთებულები, შოკირებულები ვართ, სამსახურში მისვლა არ მიხარია, იმიტომ რომ...

“დღეს ექიმები აღშფოთებულები, შოკირებულები ვართ, სამსახურში მისვლა არ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რა მელის” – ანზორ მელია ჯანდაცვის ახალ რეფორმაზე (ვიდეო)

ჯანდაცვის ახალი რეფორმა – დადგენილებით, რომელიც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა მიიღო, პაციენტები განწირულები არიან უხარისხო სერვისებისა და ოპერაციებისთვის. სახელმწიფო დაფინანსების თანხას ამცირებს და სერვისს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს უნდა გაუწიონ კარდიოქირურგიაში, რენიმაციაში, ზოგად ქირურგიაში სახელმწიფო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად აფასებს. ახალი რეფორმის მიხედვით, დაფინანსების განახევრება იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი ხდება საშუალო სტანდარტული მკურნალობაც კი. აღნიშნულ საკითხზე კლინიკა “გულის” დამფუძნებელი ანზორ მელია გადაცემაში “რეაქცია” საუბრობს და აცხადებს, რომ ექიმები აღშფოთებულები არიან ახალი რეფორმით.
“ჩვენ ექიმები აღშფოთებულები ვართ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო საყოველთა პროგრამა და ჩვენ ექიმები ბედნიერები ვიყავით, რომ ავადმყოფს უფულობის გამო უარს არ ვეუბნებოდით, წავიდა ის დრო და საყოველთაო პროგრამამ გამოიწვია ის რომ განსაკუთრებით კარდიოქირურგია, კარდიორეიმაცია მაღალ საფეხურზე ავიდა. დღეს შოკირებულები ვართ და სამსახურში მისვლა არ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რა მელის, მელის ის, რომ ავადმყოფს სჭირდება სტენდის ჩაყენება და ყველა ითხოვს წამლით დაფარული სტენდის ჩაყენებას. როცა ვიანგარიშე რა ჯდება წამლით დაფარული სტენდის ჩაყენება, გამოვიდა ,რომ 1800 ლარი ჯდება ეს სტენდი. მე რომ ჩავაყენო ხარისხიანი სტენდი 2050 ლარი ღირს. ჩემი კლინიკა არანაირ შემთხვევაში უხარისხო სტენდს არ ჩააყენებს, დღეს 5 კაცს გადავუდეთ და გავუშვით ავადმყოფები. როცა კაცი კვდება, რა ფულზეა საუბარი ჩააყენებ სტენდს, მაგრამ ამას სულ, ყველა შემთხვევაში ვერ გააკეთებ. სახელმწიფოს მიერ დადებული ფასი 300-400ლარით ნაკლებია” – აცხადებს ანზორ მელია.

Newposts.Ge
საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები