„კიბერ ორშაბათმა“ Amazon-ის ისტორიაში რეკორდი მოხსნა

0
3

“კიბერ ორშაბათმა” Amazon-ის გაყიდვების ისტორიაში ყველა რეკორდი მოხსნა. როგორც CNN-ი წერს, წლევანდელი “კიბერ ორშაბათი” კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული და მომგებიანი აღმოჩნდა. 

Amazon-ის განცხადებით, “შავი პარასკევიდან” “კიბერ ორშაბათის” ჩათვლით მომხმარებლებმა ასობით მილიონი პროდუქტი შეუკვეთეს ვებგვერდზე. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორშაბათს მომხმარებლემა იმაზე მეტი პროდუქცია შეიძინეს, ვიდრე ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რომელიმე სხვა დღეს გაყიდულა. 

განსაკუთრებით პოპულარულ შენაძენებს შორის არის Echo Dot-ი და Fire TV Stick 4K. ასევე დიდი პოპულარობით გაიყიდა Hasbro (HAS), LEGO-ს დათ ვეიდერის სასახლე და “გაყინული 2”-ის მონოპოლი.

ჯამში “კიბერ ორშაბათს” კომპანიამ 9.2 მილიარდის პროდუქცია გაყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 17%-ით მეტია. 

აშშ-ის მოსახლეობამ „შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში ინტერნეტმაღაზიებში 7,4 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე მილიარდი დოლარით მეტია.