კიტ ჰარინგტონმა თქვა რატომ მოკლა ჯონ სნოუმ დეინერისი

0
2

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობმა კიტ ჰარინგტონმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც სერიალის ბოლო სეზონში მისმა პერსონაჟმა ჯონ სნოუმ საყვარელი ქალი დეინერის ტარგარიენი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Express-ი ავრცელებს.

კიტ ჰარინგტონის თქმით, ჯონ სნოუს რკინის ტახტთან მისვლამდე დეინერისის მოკვლაზე არ უფიქრია, მაგრამ მათ შორის გამართულმა უკანასკნელმა დიალოგმა ჯონ სნოუს გონებაში იმ აზრებს დაუდო დასაბამი, რის შედეგადაც საბოლოოდ მან საყვარელი ქალი საკუთარი ხელით მოკლა. 

ჰარინგტონის თქმით, ჯონ სნოუ მიხვდა, რომ დეინერისი მისი დების მოკვლას აპირებდა, რის შემდეგაც მათ ოჯახებს შორის ომი დაიწყებოდა. 

“სამეფო კარის თამაშების” ბოლო სეზონის ფინალური სერია 19,3 მილიონზე მეტჯერ ნახეს, რაც HBO-ს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ HBO-მ “სამეფო კარის თამაშების” ერთ-ერთი პრიქველის გადაღებაზე უარი თქვა და მის ნაცვლად ტარგარიანების ოჯახის შესახებ პრიქველი დააანონსა.